Web Developer intern

13.01.19

პროგრამული უზრუნველყოფისა და მობილური პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "Mobility" აცხადებს სტაჟირების პროგრამას ვებ-პროგრამირების ინტერნის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები: 

  • სწავლა და განვითარება გუნდის წევრების მეთვალყურეობის ქვეშ;
  • ვებ-გვერდების შემუშავება და განვითარება PHP პროგრამულ ენაზე;
  • პროექტის მიმდინარეობის რეპორტინგი;
  • საბოლოო პროდუქტის ტესტირება და ხარვეზების აღმოფხვრა;

აუცილებელი მოთხოვნები:

  • PHP პროგრამული ენის საბაზო ცოდნა;
  • ობიექტურად-ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლების ცოდნა;
  • HTML5/CSS3/JS ტექნოლოგიების ცოდნა;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კოდის რეპოზიტორიებთან (მაგ. GitHub, BitBucket და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება;

რას ვთავაზობთ:

  • სტაჟირებას თანამედროვე და კომფორტულ გარემოში;
  • რეალურ პროექტებზე მუშაობას, სწავლას და პროფესიულ განვითარებას;
  • სწავლასთან შეთავსებით სამუშაო გრაფიკს;
  • საინტერესო და პრესტიჟულ პროექტებზე მუშაობაში ჩართვას;
  • ზრდის პერსპექტივა - როგორც ცოდნის, ასევე კარიერული;
  • წარმატებული კანდიდატები ვადის დასრულებისას დასაქმდებიან კომპანიაში;
  • სტაჟირების ვადა: 3 თვე;
  • ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 300 ლარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ:

  • პირადი CV;
  • ნამუშევრების პორტფოლიო - პირადად ან გუნდურად შემუშავებული ვებგვერდების ბმულები, მოკლე აღწერით შესრულებული სამუშაოს შესახებ;

წერილები მიიღება მისამართზე: hr@mobility.ge  2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ “Web Intern”.