UI/UX Designer intern

13.01.19

პროგრამული უზრუნველყოფისა და მობილური პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "Mobility" აცხადებს სტაჟირების პროგრამას UI/UX დიზაინერის ინტერნის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები: 

  • სწავლა და განვითარება გუნდის წევრების მეთვალყურეობის ქვეშ;
  • ვებ-გვერდების და მობილური აპლიკაციების დიზაინის შემუშავება;
  • დამხმარე გრაფიკული ელემენტების შემუშავება;

აუცილებელი მოთხოვნები:

  • Adobe Photoshop, Adobe XD, Adobe Illustrator, Sketch პროგრამების ცოდნა;
  • რეალური ვებ-ინტერფეისების შემუშავების გამოცდილება

რას ვთავაზობთ:

  • სტაჟირებას თანამედროვე და კომფორტულ გარემოში;
  • რეალურ პროექტებზე მუშაობას, სწავლას და პროფესიულ განვითარებას;
  • სწავლასთან შეთავსებით სამუშაო გრაფიკს;
  • საინტერესო და პრესტიჟულ პროექტებზე მუშაობაში ჩართვას;
  • ზრდის პერსპექტივა - როგორც ცოდნის, ასევე კარიერული;
  • წარმატებული კანდიდატები ვადის დასრულებისას დასაქმდებიან კომპანიაში;
  • სტაჟირების ვადა: 3 თვე;
  • ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 300 ლარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ:

  • პირადი CV;
  • ნამუშევრების პორტფოლიო - პირადად ან გუნდურად შემუშავებული პროექტების ბმულები, მოკლე აღწერით შესრულებული სამუშაოს შესახებ;

წერილები მიიღება მისამართზე: hr@mobility.ge  2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ “UI/UX Designer Intern”.