Mobile app developer intern

13.01.19

საქართველოში წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფისა და მობილური პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "Mobility" აცხადებს სტაჟირების პროგრამას მობილური (Android ან iOS) აპლიკაციების ინტერნის თანამდებობებზე.

ძირითადი მოვალეობები: 

  • სწავლა და განვითარება გუნდის წევრების მეთვალყურეობის ქვეშ;
  • მობილური აპლიკაციების შემუშავება Android OS ან/და Apple iOS პლატფორმებზე;
  • აპლიკაციების ინტერფეისისა და სერვერული ნაწილის დაკავშირება;
  • პროექტის მიმდინარეობის რეპორტინგი;
  • საბოლოო პროდუქციის ტესტირება;

აუცილებელი მოთხოვნები:

  • Android OS ან/და Apple iOS პლატფორმებზე მობილური აპლიკაციების დამზადების საბაზო ცოდნა;
  • ობიექტურად-ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლების ცოდნა;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კოდის რეპოზიტორიებთან (მაგ. GitHub, BitBucket და ა.შ.) მუშაობის გამოცდილება;

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება შემდეგი:

  • უმაღლესი განათლება სპეციალობით მათემატიკა/პროგრამირება;
  • ვებ-ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა;
  • გრაფიკულ რედაქტორებში მუშაობის გამოცდილება;

რას ვთავაზობთ:

  • სტაჟირებას თანამედროვე და კომფორტულ გარემოში;
  • რეალურ პროექტებზე მუშაობას, სწავლას და პროფესიულ განვითარებას;
  • სწავლასთან შეთავსებით სამუშაო გრაფიკს;
  • საინტერესო და პრესტიჟულ პროექტებზე მუშაობაში ჩართვას;
  • ზრდის პერსპექტივა - როგორც ცოდნის, ასევე კარიერული;
  • წარმატებული კანდიდატები ვადის დასრულებისას დასაქმდებიან კომპანიაში;
  • სტაჟირების ვადა: 3 თვე;
  • ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 300 ლარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ:

  • პირადი CV;
  • ნამუშევრების პორტფოლიო - App store-სა ან/და Play Google-ზე განთავსებული აპლიკაციების ბმულები, მოკლე აღწერით შესრულებული სამუშაოს შესახებ;

წერილები მიიღება მისამართზე: hr@mobility.ge  2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ “Internship”.