მობილური აპლიკაციების შექმნა ჩვენი მომსახურების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი სერვისის ფართო არჩევანიდან. მობილური აპლიკაციები სადღეისოდ უკვე აღარ აღიქმება როგორც მხოლოდ გასართობი საშუალება და მას უკვე ბიზნესწარმოების განვითარების ფუნქცია დაეკისრა.
MOBILITY გთავაზობთ მობილური აპლიკაციების დამზადებას შემდეგ პლატფორმებზე:
- Apple iPhone და iPad
- Android
- Windows Phone
- Blackberry
მობილური აპლიკაციები წარმოადგენს ახალ მიმართულებას პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე და ახალი მომხმარებლების, გაყიდვებისა და კომპანიის იმიჯის ზრდის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეთოდს. საკუთარი მობილური აპლიკაცია - ეს არის თქვენი ბიზნესის ახალი შესაძლებლობები.
რისთვის არის საჭირო მობილური აპლიკაცია
მობილური აპლიკაციის დამზადებამდე საჭიროა იმ მიზნის დასახვა, რისთვისაც მივილტვით. ზუსტად ჩამოყალიბებული მიზანი დაგვეხმარება ზუსტად შეგირჩიოთ ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილება.
კლიენტების ლოიალურობის გაზრდა
მობილური აპლიკაციის შექმნით, კომპანია კლიენტებზე ზრუნვას გვაჩვენებს. მობილური აპლიკაციის დამზადება პირველ რიგში მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული ნაბიჯია.
ახალი კლიენტების მოძიება
პერსონალური კომპიუტერის და მობილური მოწყობილობების მომხმარებელები განირჩევიან, მათ განსხვავებული მიზნები, ყოფაქცევა აქვთ. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ ახალი ჯგუფის, აუდიტორიის, პოტენციური კლიენტების მოზიდვაზე.
კომპანიის იმიჯის ამაღლება
მომსახურების, სერვისის დონის ამაღლება, უახლესი ტექნოლოგიური ტრენდებზე ორიენტაცია დადებითად ისახება კომპანიის იმიჯზე.
გაყიდვების მოცულობის ზრდა
ბევრი მაგალითი არსებობს, თუ როგორ მნიშვნელოვნად ზრდის გაყიდვებს მუდამ თან მქონი ტელეფონით განხორციელებული შეკვეთები.
როგორი იქნება თქვენი აპლიკაცია
შეგვიძლია გამოვყოთ ოთხი ძირითადი ტიპი. მობილური აპლიკაციების შემუშავება მაქსიმალურად ეფექტური მხოლოდ ამ პრინციპებისა და ურთიერთკავშირების გაგებით იქნება შესაძლებელი.
კორპორატიული აპლიკაცია
ეს არის აპლიკაცია, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიის თანამშრომლების მუშაობის ოპტიმიზაციას. მსგავსი აპლიკაციები შესაძლოა შემუშავებულ იქნას როგორც კომპანიის მუშაკებისთვის, ასევე მათი კლიენტების და პარტნირებისთვის.
უტილიტა, დამხმარე აპლიკაცია
ასეთი ტიპის აპლიკაციის შექმნა მიზნად ისახავს მომხმარებლის ყოველდღიური ამოცანების გადაწყვეტას. ასეთია, მაგალითად, კალკულატორი, ამინდის პროგნოზი, მაღვიძარა, ტექსტთან და გრაფიკასთან მომუშავე პროგრამები.
ქონთენთური აპლიკაცია
აპლიკაცია, შექმნილი ინტერნეტ-გამოცემებისთვის და მას-მედიისთვის, თემატური ბლოგებისთვის. მაგალითად, საინფორმაციო სააგენტოს და მისი საიტის ანალოგი მობილური ტელეფონებისთვის.
თამაში
გართობაზე ორიენტირებული აპლიკაცია. თამაშის მანძილზე ადამიანი ისვენებს, ხოლო აპლიკაციის შექმნის მიზანია გახადოს მომხმარებელი ღია, გახსნილი კომუნიკაციისთვის და სარეკლამო ხასიათის ინფორმაციის მისაღებად.
გსურთ ჩვენთან თანამშრომლობა?
გაქვთ უკვე იდეა, რომლის რეალიზებაც გსურთ?
შეავსეთ საკონტაქტო ფორმა, ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე და ჩვენ შემოგთავაზებთ თქვენი იდეის საუკეთესო გადაწყვეტილებას.