ვეძებთ ვებ-დეველოპერს

16.01.16

კომპანია შპს "Mobility" აცხადებს ვაკანსიას ვებ-პროგრამისტის პოზიციაზე. 

აუცილებელი პროფესიული მოთხოვნები:

** HTML5/PHP/CSS/AJAX ტექნოლოგიების ცოდნა; 
** MySQL, Oracle მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა; 
** რეალურ ვებ-პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; 
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება გრაფიკულ რედაქტორებში (Photoshop, Illustrator, Corel) მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი პიროვნული მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა; 
** ლოგიკური აზროვნების უნარი; 
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
 
ძირითადი მოვალეობები: 

** რთული ვებ-პროექტების შესრულება;
** შიდა და კომერციულ ვებ-პროექტებზე მუშაობა.

სამუშაო განაკვეთი: სრული. 
სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ. 
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი. 
ხელფასი: 1,500-2,000 ლარი (კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ ნამუშევრების პორტფოლიო (პროექტებში შესრულებული სამუშაოების მოკლე აღწერით) და CV მისამართზე: info@mobility.ge  2016 წლის 15 თებერვლის ჩათვლით. წერილის სათაურში მიუთითეთ "Web Developer". 

არასრული და არათავსებადი განაცხადები არ განიხილება. 

გისურვებთ წარმატებას!