ისტორია

ჩვენ ვართ MOBILITY - თბილისში დაარსებული პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მომუშავე კომპანია. კომპანიის ბირთვს წარმოადგენენ ITმენეჯმენტისა და პროგრამირების სფეროში მომუშავე პროფესიონალები, გუნდი, რომელიც უვკე 8 წელია ქმნის სხვადასხვა სახის რთულ პროგრამულ გადაწყვეტილებებს. ჩვენი მთავარი ღირებულებაა დამკვეთისთვის სრული პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტის მიწოდება, რომელშიც პროდუქტის მაღალ ხარისხთან ერთად ვთავაზობთ დამკვეთის ინფრასტრუქტურაში სრულ ინტეგრაციასა და კომპლექსურ ტექნიკურ მხარდაჭერას.

ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდი ყველაზე ფასეული აქტივია ჩვენს კომპანიაში. ჩვენი წარმატება დამყარებულია როგორც თანამშრომლების პირად პროფესიონალურ უნარ-თვისებებზე, ასევე გუნდურ მუშაობაზე. ეს გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებსაც გააჩნიათ მნიშვნელოვანი გამოცდილება პროექტების არქიტექტურის შემუშავებაში, დეველოპმენტსა და მენეჯმენტში საქართველოსა და საზღვარგარეთ. ჩვენ ვაერთიანებთ საუკეთესო კადრებს, პროცესებსა და ტექნოლოგიებს კლიენტის სურვილების რეალიზაციისთვის. ჩვენი გუნდის განვითარება და ტრეინინგი ჩვენი პრიორიტეტებია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია შევქმნათ იდეალური სამუშაო სივრცე და გავხდეთ საუკეთესო დამსაქმებელი ქართველი IT ექსპერტებისა.

ჩვენი კლიენტები

ჩვენ გვჯერა რომ ჩვენი წარმატების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჩვენი დამკვეთების წარმატება. Mobilityკლიენტზე ორიენტირებული კომპანიაა. ჩვენი მიზანია შევუქმნათ ჩვენს კლიენტებს ფასეული გადაწყვეტილებები თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით. ჩვენ ვორიენტირებთ ხანგრძლივ თანამშრომლობაზე, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩავუღრმავდეთ ჩვენი დამკვეთების ბიზნეს-პროცესებს, რაც თავის მხრივ გვეხმარება ინვესტირების დაზოგვით უმაღლესი ხარისხის პროდუქტის შექმნაში.

ხარისხი

პროდუქტის ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რასთანაც პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიები დგანან. მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი სურვილის - შევქნათ უნაკლო პროდუქტი. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი კლიენტების წარმატება პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი წარმოებული პროდუქტის საიმედოობაზე. ამიტომაც, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც ხარვეზის გარეშე მუშაობენ და აკმაყოფილებენ ნებისმიერ ტექნიკურ, ფუნქციონალურ და არქიტექტურულ მოთხოვნებს.